logo_geo
ირაკლი კობახიძე: ეს იყო წარმატებული წელიწადი
- +

29 დეკემბერი. 2016. 16:20




საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „TV პირველის" ეთერში 2016 წელი შეაფასა:


„პოლიტიკურ ჭრილში თუ შევაფასებთ გასულ წელს, იყო წარმატებული წელი ჩვენი გუნდისთვის. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული არჩევნები, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა, რა პროცესები წავიდოდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება სწორი განვითარება. გაგრძელდება ის პროცესები, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ, ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებასთან.

 

გარდა „ქართული ოცნების" გამარჯვებისა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დამკვირვებელმა ეს არჩევნები შეაფასა, როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი. შესაბამისად, ეს იყო დემოკრატიის გამარჯვებაც. ეს იყო წარმატებული წელიწადი პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემა და გამოწვევაა, რაც დაკავშირებულია გარე და შიდა ფაქტორებთან. თუმცა, ჩვენი საზრუნავია, თითოეული ადამიანი იყოს დაკმაყოფილებული.

 

ვცდილობთ, ყველა ადამიანს, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება, შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები. დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ამ მიმართულებით ბევრი საზრუნავი გვაქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 


 

big_banner
არქივი