logo_geo
„გამოვყოფ ბიძინა ივანიშვილის წვლილს და მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს!“
- +

18 ნოემბერი. 2016. 00:29


 

„მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ექს-პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.


„მინდა, განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი გუნდიდან პირველი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წვლილი იმ გარდატეხაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ეს იყო საქართველოში პოლიტიკის და ქვეყნის მართვის თვისობრივი ცვლილება. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანის სახელით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყველას, ვინც ჩვენს კაბინეტში ჩვენთან ერთად აკეთებდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

 

 

big_banner
არქივი