logo_geo
საქართველოში საფრანგეთის ელჩმა „რუსთავი 2“ და მიხეილ სააკაშვილი მორიგ სიცრუეში ამხილა!
- +

8 მაისი. 2018. 21:44

 

საფრანგეთის ელჩი საქართველოში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტს ბიძინა ივანიშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული. პასკალ მენიე ასევე აღშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მისი ერთ-ერთი წინამორბედის, ერიკ ფურნიეს მიმართ ბრალდებებით.

 

„ვერ დაგიდასტურებთ ივანიშვილის შესახებ ინფორმაციას – მოგეხსენებათ, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის მიხედვით, სასამართლო დამოუკიდებელია, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ ჩემი პირადი აღშფოთება იმ სერიოზული და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, რომელიც ჩემი ერთ-ერთი წინამორბედის მიმართ გამოითქვა. მისი [ერიკ ფურნიეს] გმირული ქცევა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის მისასალმებელი აღმოჩნდა”, – აცხადებს პასკალ მენიე.

 

განცხადება, რომ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების სამსახური დევნის, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში 1-ლ მაისს გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტს ივანიშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული, რათა „პასუხი აგებინოს საფრანგეთში კორუფციისა და განხორციელებული მაქინაციებისთვის”.

 

ივანიშვილის ერთ-ერთი მაქინაცია, სააკაშვილის თქმით, სწორედ საფრანგეთის ყოფილი ელჩის, ერიკ ფურნიეს მოსყიდვაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი