logo_geo
ირაკლი კობახიძე: კმაყოფილი ვართ სტარტით, რომელიც ახალ პარლამენტს აქვს
- +

29 დეკემბერი. 2016. 19:59


 


პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ კმაყოფილია ახალი პარლამენტის მუშაობით.  კობახიძის შეფასებით, ამ მოწვევის პარლამენტმა მნიშვნელოვანი კანონპროექტების მიღება მოკლე ხანში შეძლო.


„საკმაოდ აქტიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტმა. მნიშვნელოვანი კანონპროექტები მივიღეთ, მათ შორის დღეს დასრულდა სასამართლო რეფორმის ე.წ მესამე ტალღაზე მუშაობა. ასევე მივიღეთ ჩვენი რეზოლუზია, რომელიც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ასახავს. ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს და კმაყოფილი ვართ სტარტით, რომელიც ახალ პარლამენტს აქვს და 2017 წელიც ასევე დატვირთული იქნება", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

big_banner
არქივი