logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: რადიკალურ გარდატეხას მივაღწიეთ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით
- +

11 მაისი. 2018. 18:41

 

 

„ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი წინაპირობაა“, - ასე აფასებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ახალ კონსტიტუციას და მას ხალხის მმართველობაზე ორიენტირებულს უწოდებს.

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის ახალარჩეული თავმჯდომარის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი და დადებით ცვლილებები განახორციელა სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.

 

„ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი უწყებების დეპოლიტიზების კუთხით. რადიკალურ გარდატეხას მივაღწიეთ პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესი და იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული, ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი. ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი წინაპირობაა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი