logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: დიახ, მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში მოსვლისთანავე განვაცხადე
- +

11 მაისი. 2018. 18:47

 

 

„როდესაც შენს ხალხზეა საუბარი და საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია“, - ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობის მონაწილეებს.

 

„მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა - დიახ, მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში მოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როდესაც შენს ხალხზეა საუბარი და საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი