logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ჩვენს ახალგაზრდობასთან საუბრისგან თავს არასოდეს ვიკავებთ...
- +

14 მაისი. 2018. 20:52

 

 

„ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება თავს არასდროს იკავებს ახალგაზრდობასთან საუბრისგან და გუშინდელი დღე ხელისუფლების ადამიანური ბუნების დადასტურება იყო.

 

„ჩვენ ჩვენს ახალგაზრდობასთან საუბრისგან თავს არასოდეს ვიკავებთ. გუშინდელი დღე კიდევ ერთი დადასტურება იყო, ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ ქუჩებში გუშინ და გუშინ წინ ვიხილეთ სამართალდამცავები, პოლიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დაეცვათ, დაეცვათ მომიტინგეები. ვიხილეთ პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები მთლიანად, რომლებიც საქართველოს ემსახურებოდნენ და არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იყო“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ამასთან, მისი თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობამ დიდმა ნაწილმა, რომელიც აქციაზე იყო, საშუალება მისცა სამართალდამცველებს, საკუთარი ფუნქცია აღესრულებინათ.

 

„ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ მოსახლეობამ, რომელიც ქუჩაში იდგა, მათმა უდიდესმა ნაწილმა საშუალება მისცა სამართალდამცველებს, რომ საკუთარი ფუნქცია აღესრულებინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი