logo_geo
ირაკლი კობახიძე: ნებისმიერ დროს, ძალიან დიდი სიამოვნებით, ვიღებ რჩევებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან
- +

30 დეკემბერი. 2016. 11:08



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „TV პირველის" ეთერში მასსა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა:


„ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რაც შეეხება სიხშირეს - აქ მთავარია პრინციპი ურთიერთობის. ხშირად, არასწორი ფორმით წარმოაჩენენ ხოლმე ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლს პოლიტიკურ პროცესებში. საუბარი ზედმეტია რაიმე არაფორმალურ მმართველობაზე, რაიმე ზედმეტ ჩარევაზე პოლიტიკურ პროცესებში. პირადად მე, ნებისმიერ დროს, ძალიან დიდი სიამოვნებით ვიღებ რჩევებს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან. თუმცა, ეს არის ურთიერთიობის ის წესი, რომელიც ჩვენთან არის დამკვიდრებული.

 

ბატონი ბიძინა არის „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და მის სიტყვას ჩვენთვის განსაკუთრებული ფასი აქვს. მითუმეტეს, რომ ის არ არის უბრალოდ დამფუძნებელი, ის თავის დროზე იმ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში, რომელმაც საქართველოს რადიკალური პოზიტიური პოლიტიკური ცვლილებები განაპირობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 


 

big_banner
არქივი