logo_geo
„ეს ერთი პატარა გამოვლინებაა იმ დიდი უბედურების, რაც სააკაშვილს დაატეხა თავს დაკარგული ძალაუფლებისკენ ლტოლვამ“
- +

30 დეკემბერი. 2016. 11:09



„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:


„ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პოლიტიკურმა პატიმარმა, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან ითხოვა წესები განსაზღვრეთ და ისე ჩაატარეთ ყრილობაო.

 

სააკაშვილი ნინო კალანდაძის(?!) პირით პასუხობს, ნურას უკაცრავად, ვერ მოგართვიო.

 

გარდა იმისა, რომ გენერალური მდივანია, პარტია მნიშვნელოვანწილად ვანო მერაბიშვილის აწყობილი და გამართულია.

 

ასეთი ფაქტები უფრო მეტყველებს შექმნილი ვითარების ტრაგიკომიკურობაზე, ვიდრე პროცედურები.

 

P.S. ეს უბრალოდ ერთი პატარა საჯარო გამოვლინებაა იმ დიდი უბედურების, რაც სააკაშვილს დაატეხა თავს დაკარგული ძალაუფლებისკენ ლტოლვამ და რაც, მოკლე დისტანციის გამო, ჩემთვის დიდი ხანია ნათელია", - წერს ჩერგოლეიშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი