logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: ომი დასრულებულიც კი არ იყო და პრემიერი ბარებიდან ვერ გამოგვყავდა...
- +

30 დეკემბერი. 2016. 11:15



„სწორედ თქვენი ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება, რომლის დეკლარირებული კურსი, რეალური კურსისგან ყოველთვის განსხვავდებოდა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით განაცხადა.  


„ვერავინ ვერ გადამარწმუნებს იმაში, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, გადადგით მართლაც რეალური ნაბიჯები, რომ საქართველოს მოსახლეობას გაცილებით უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა იმ პროცესების მიმართ, რასაც ჩვენ ევროკავშირისკენ და NATO-სკენ ინტეგრაციას ვეძახით. აღარ ვლაპარაკობ იმ ტრაგედიაზე, რომელიც 2008 წელს დამართეთ ჩვენს ქვეყანას.

 

ვერცერთ შემთხვევაში ვერ აიცილებთ იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელსაც რუსეთთან ომის წარმართვა ჰქვია. ამას ჩვენი ხალხი თავად გადაწყვეტს.

 

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ იმართებოდა ქვეყანა ომის წინ, ომის დღეებში და ომის შემდეგ. მე არც ის დამავიწყდება ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი, ომი დასრულებულიც კი არ იყო და ბარებიდან ვერ გამოგვყავდა, სტამბოლში. ერთი ბარიდან მეორეში დადიოდა საქეიფოდ და სირცხვილით სად დავმალულიყავით არ ვიცოდით. გვარი არც მახოვს იმ პრემიერ-მინისტრის, მგონი არც სჯობს გახსენებად", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

 

 




 

big_banner
არქივი