logo_geo
პასკალ მანიე: ინფორმაცია, თითქოს ივანიშვილზე საფრანგეთში ძებნაა გამოცხადებული, ნონსენსია!
- +

17 მაისი. 2018. 13:43

საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მანიე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილზე ძებნაა გამოცხადებული. ელჩი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნონსესნსს უწოდებს.

 

ოფიციალური საფრანგეთი სააკაშვილის ბრალდებებს ვერ დაადასტურებს. რაც შეეხება ჩემს პირად პოზიციას, მე შოკირებული ვარ. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იცნობდა ჩემს წინამორბედს. ერიკ ფურნიე 2008 წლის ომის დროს იკავებდა ამ პოსტს. ის ძალიან მამაცი იყო, სამხედრო ბაზებზე საფრანგეთის დროშები პირადად აღმართა. მას არა მარტო გაერო, არამედ ყველა მხარე სცემდა პატივს. ასე რომ, ჩემთვის ეს ბრალდებები აბსოლუტურად გაუგებარია. ამასთან, არ მინდა, საქართველოს შიდა პოლიტიკურ პოლემიკაში გავერიო. გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში ასეთი ცრუ ბრალდებების გამოყენება, განსაკუთრებით საფრანგეთის ელჩის მიმართ, უბრალოდ უსამართლობაა. რაც შეეხება საფრანგეთის გარე დაზვერვის მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწყებულ გამოძიებას - ეს ნონსესია. ჩვენი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში. საფრანგეთში არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა POSTV-სთან საუბარში.

 

მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანშვილზე ძებნა აქვს გამოცხადებული. მისივე თქმით, ივანიშვილის ერთ-ერთი მაქინაცია საფრანგეთის ყოფილი ელჩის ერიკ ფურნიეს მოსყიდვაა.

 

 

big_banner
არქივი