logo_geo
ვახტანგ ძაბირაძე: ცოტა ხანში შესაძლოა, თავის გუნდსაც აღარ მოუნდეს სააკაშვილი
- +

30 დეკემბერი. 2016. 11:30



„ნაციონალების" დაპირისპირება იმ დონეზე მივიდა, რომ ერთიანობის შენარჩუნება იქნება შეუძლებელი", - ამის შესახებ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა.


ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთიანობის შენარჩუნება გამორიცხულია. პოლიტოლოგი ასევე ვარაუდობს, რომ ყრილობაზე მხარდაჭერა სააკაშვილს ექნება.

 

„როგორც ჩანს, უფრო ძლიერია და ყრილობაზე დელეგატთა რაოდენობა სააკაშვილის მომხრეებისა მეტია, ამიტომ ყრილობაზე მხარდაჭერა ექნება სააკაშვილს და არა ბოკერიას და მის გუნდს.

 

გარიცხვით შეიძლება არ გარიცხონ, მაგრამ ამის შემდეგ თუ დარჩებიან პარტიაში, არ ვიცი. ვერ გეტყვით, რომ ახლა რაიმე რეიტინგი აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სულ აღარ ექნებათ. ჩემი მოსაზრებით, ისინი უნდა წამოვიდნენ პარტიიდან და შექმნან ახალი პოლიტიკური გაერთიანება. სხვა შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსები, განადგურდებიან.

 

ესაა შიდაპარტიული დაპირისპირება, თორემ ცოტა ხანში შესაძლოა, თავის გუნდსაც აღარ მოუნდეს სააკაშვილი", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

 




 

big_banner
არქივი