logo_geo
ინიშნება თუ არა ომარ ნიშნიანიძე იმერეთის გუბერნიაში წამყვან თანამდებობაზე?
- +

30 დეკემბერი. 2016. 14:34



გავრცელებული ინფორმაციით, იმერეთის გუბერნიაში წამყვან თანამდებობაზე  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის ომარ ნიშნიანიძის კანდიდატურა  განიხილება. ნიშნიანიძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი იყო, თუმცა ამ ეტაპზე მისი დანიშვნა რაიმე თანამდებობაზე არ განიხილება.



„ჯერჯერობით არ არის ამაზე ლაპარაკი. თავის დროზე, ადრე იყო, თუმცა, ამ წუთას ამ საკითხზე არ ვართ ფოკუსირებული. მომავალში რა იქნება არ ვიცი. დღესდღეობით მე სამეცნიერო მოღვაწეობას ვეწევი და ლექციებს ვკითხულობ. ვნახოთ მომავალში რა იქნება. ახლა ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი