logo_geo
ომარ ნიშნიანიძე: გაზზე აქციზის გაზრდა მთლად გამართლებული არ მგონია
- +

30 დეკემბერი. 2016. 14:45




არ არის ტრაგედია აქციზების გადიდება ზოგიერთ პროდუქციაზე", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გაზზე აქციზის გაზრდა გამართლებული არ არის, თუმცა ფიქრობს, რომ ნავთობპროდუქტებსა და სიგარეტზე შეიძლება.

 

მე ჩემი მოსაზრება გამაჩნია, რომ გაზზე აქციზის გაზრდა მთლად გამართლებული არ მგონია. დანარჩენი - ნავთობპროდუქტებზე, სიგარეტზე და ა.შ. შეიძლება. გაზთან დაკავშირებით, რადგან ჩვენს ქვეყანაში მაინც უმეტესობა ჯერჯერობით არის მანქანები, რომლებიც ბენზინის მომხმარებელია, გამონაბოლქვი დიდია და ადამიანების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა, ამიტომ მგონია, რომ რაც უფრო მეტი მანქანა გადავა გაზზე, მით უკეთესი. თუმცა, ჩვენ თუ გაზზე ფასების მატებით წავალთ, მაშინ ეს პროცესი შეფერხდება. დანარჩენი მე ვფიქრობ, რომ ნორმალურია და რამე ტრაგედია არ არის", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი