logo_geo
ომარ ნიშნიანიძე: ლარი უკვე ასე თუ ისე უკან წამოვიდა და გამყარების პროცესი მიდის
- +

30 დეკემბერი. 2016. 14:46



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ომარ ნიშნიანიძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაზე მძიმე ლართან დაკავშირებული პროცესებია. თუმცა, აქვე დასძენს, რომ მდგომარეობა კატასტროფული არ არის და ეროვნული ვალუტა გამყარების პროცესშია.

 

ყველაზე მძიმე რაც შეიძლება იყოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, ეს არის ლართან დაკავშირებული პროცესები. ბუნებრივია, კატასტროფული მდგომარეობა არ არის. ჩვენს მეზობლებთან შედარებით, ჩვენ კიდევ მყარად ვდგავართ ფეხზე. ბუნებრივია, ლარის გაუფასურებამ გარკვეულწილად იმოქმედა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დასტაბილურდება, კატასტროფა არ არის. მთავრობა ფოკუსირებულია, რომ როგორმე დაარეგულიროს და უკვე შედეგიც გვაქვს - სულ რამდენიმე დღე არის, რაც ლარი უკვე ასე თუ ისე უკან წამოვიდა და გამყარების პროცესი მიდის", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი