logo_geo
ომარ ნიშნიანიძე: ბატონი ბიძინაც ამოიღებს ხმას, თუ რაიმე არ მოეწონება
- +

30 დეკემბერი. 2016. 15:25



ოპოზიციის მხრიდან ისმის ბრალდებები ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ იგი არჩევნების ჩატარების შემდეგ არ ეხმაურება მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ომარ ნიშნიანიძე აღნიშნულ საკითხს ეხმიანება და ამბობს, რომ ივანიშვილი არ არის პრემიერ-მინისტრი და არც საჯარო თანამდებობა უჭირავს, ამიტომ არ მოეთხოვება ის, რაც მის ვალდებულებებში არ შედის. ნიშნიანიძის განმარტებით, თუ ბიძინა ივანიშვილს რამე არ მოეწონება, აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს.


„ბატონი ბიძინა არ არის პრემიერ-მინისტრი, ამ შემთხვევაში მას რაიმე საჯარო თანამდებობა არ უჭირავს და ამიტომ ნუ მოვთხოვთ მას იმას, რაც არ არის მისი ვალდებულება. ბატონი ბიძინა საარჩევნო პერიოდის წინ აქტიურად იყო ჩართული, რადგან ის ამ პარტიის დამფუძნებელია, ერთ-ერთ ლიდერად რჩება და ეს ბუნებრივი იყო. დღეს დამალული ნამდვილად არ არის, ის არ გაურბის მედიას. მე მგონია, რომ მოვა დრო, ისიც გააკეთებს კომენტარებს. ყოველ შემთხვევაში, ახლა ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობით დაკომპლექტებული პარლამენტი და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, მე ვფიქრობ, რომ სწორ გზაზე ადგას და ამ წუთას რაიმე რადიკალური, კრიტიკული განცხადებები მათი ნაბიჯების მიმართ, არ იქნება კარგი და ელოდება ისიც. შედეგები რამდენიმე თვის შემდეგ უფრო გამოჩნდება და ალბათ, მერე კომენტარების უფლება გვექნება ყველას, მათ შორის, მეც. ბატონი ბიძინაც ამოიღებს ხმას თუ რაიმე არ მოეწონება. ეს არ არის ისეთი ადამიანი, რომ კარგზე კარგი არ თქვას და ცუდზე ცუდი არ თქვას. ასე რომ, დადგება დრო და ალბათ, ისიც იტყვის თავის სათქმელს", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი