logo_geo
„არის წარმოუდგენელი სურათი, რომელიც მიგვითითებს შეთქმულებაზე საქართველოს წინააღმდეგ!“
- +

30 დეკემბერი. 2016. 21:34


 

„წამოძახილი იყო იმის თაობაზე, რომ თქვენ მორალური უფლება არ გაქვთო. საერთოდ თქვენთან ერთად საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტის მიღება, თუნდაც კონსესუსი არ მსიამოვნებს",- შესაბამისი განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობას"  საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ  პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა. ვოლსკიმ ასევე 2005 - 2006 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას ჰქონდა ადგილი.

 

„ერთია დეკლარილებული რასაც ამბობთ, ხოლო -  მეორეა არასამთავრობო ორგანიზაციაში ღიმილიანი ელენეს ჩამოყალიბებული მიდგომები, მაგრამ რეალობა რასაც დაუპირისპირდა ჩვენი სახელმწიფო სრულიად სხვანაირია.

 

მაგალითად, 2005 წელს დამტკიცდა საგზაო რუკა, რომელიც ეუთოს მინისტერიალმა მოიწონა, ხელი მოაწერა. ეს ნიშნავს იმას რომ, როდესაც დასავლეთი არის თავის პოზიციაზე ფინანსურად- პოლიტიკურად ხარჯს უწევს გარკვეული პროცესის განვითარებას და რუსეთი ვერ უპირისპირდება. დაპირისპირების ერთადერთი შანსი ჰქონდა რუსეთს იმ ვითარებიდან გამომდინარ,ე თუ საშუალება მიეცემოდა გამოსულიყო მოლაპარაკებების პროცესიდან. არის წარმოუდგენელი სურათი, რომელიც მიგვითითებს საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაზე. აღნიშნულში კი მონაწილეობა მიიღეს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. ახლაც მესმის „ჩვენ დაგიტოვეთ", რა ჯანდაბა დაგვიტოვეთ! არ ვიცი საერთოდ რა თემაზე ლაპარაკობთ... რა რუსეთთან ურთიერთობის საკითხს არჩევთ.

 

2005 წელს წავედით გეგმაზომიერად მოლაპარაკების პროცესი, როგორც აფხაზეთთან, ისე ცხინვალის რეგიონთან საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. 2006 წლის ივნისში აშშ-მ და ევროკავშირმა ოფიციალურად გვთხოვს, რომ ნუ შევდივართ ურთიერთობის ისეთ კომფრონტაციულ რეჟიმში რუსეთთან, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ცისფერი ჩაფხუტი მოიხადონ, პასუხისმგებლობიდან გამოვიდეს საერთაშორისო მეთვალყურეობისგან და  ინტენსიურად მიმდინარე ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტებს დაუპირისპირდეს. თქვენ გაგიკვირდებთა და ზუსტად ასე მოხდა. მაშინ, როდესაც აფხაზეთთან ერთად შევქმენით ეკონომიკური საბჭო და თბილისში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს სამუშაო ჯგუფების თაობაზე, უცებ გამოდის „ნაციონალების" წამომადგენელი და ამბობს, რომ კოდორის ხეობა კარგია, იმიტომ რომ კარგი პლატფორმაა და „სოხუმს აქედან 4 წუთში დავარტყამთ". დამთავრდა აფხაზეთთან მოლაპარაკებები. დიდი პატრიოტული დროშით გამოვარდნენ. თქვეს, რომ აბა რუსეთს კუდით ქვა ვასროლინოთო. გენერალი ევნევიჩი დააკავეს, რომელიც საქართველოდან სამხედრო ძალების გაყვანას ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად მაღალი რანგის დიპლომატი, რომელიც ოფიციალურად მონაწილეობდა ჩვენთვის სასარგებლო მოლაპარაკებაში სამხედრო პოლიციამ ცემა-ტყეპით დააკავა. ამით დამთავრდა მოლაპარაკებები ცხინვალთან, რომლებიც 1 კვირაში უნდა ჩამოსულიყვნენ და შეთანხმებული პროექტებისთვის მწვანე შუქი აგვენთო მთელ მსოფლიოს. ეს ყველაფერი დაანგრიეთ ვითომ რუსეთთან ბრძოლით",- განაცხადა ვოლსკიმ.


 

big_banner
არქივი