logo_geo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც...
- +

13 ივნისი. 2018. 20:48

 

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი კვირიკაშვილს, ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა ჩვენს ქვეყანაში. 2,8%-იანი ეკონომიკური ზრდით ჩაიბარა ქვეყანა და 6,5%-იანი ზრდით დატოვა. მჯერა, რომ ის პოზიტიური პროცესები, რომელიც ჩვენ ქვეყანაში დაიწყო, შეუქცევადია“, – წერს ქუმსიშვილი.

 

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.

 

„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი