logo_geo
პაპუნა უგრეხელიძე: დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში
- +

15 ივნისი. 2018. 16:09

 

 

საქალაქო სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე ყოფილ თანამშრომელს ეკატერინე მესხიძეს უჩივის, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ უგრეხელიძე „facebook“-გვერდზე წერს და აქვეყნებს შესაბამისი დოკუმენტების ფოტოასლებსაც.

 

„ჩემო მეგობრებო და კეთილმოსურნენო! დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე ეკატერინე მესხიძის წინააღმდეგ!

არსებობს უსამართლო ბრალდებები, რომლებსაც ვპასუხობ დუმილით;

მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ყოვლად უსინდისო, ცრუ, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, რომლებმაც ჩემს ღირსებასთან ერთად შელახეს, ჩემი საქმიანი რეპუტაციაც – ასეთ უსამართლობას, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ სასამართლოს ძალით!

დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ეკატერინე მესხიძეს და მის ამფსონებს, რომლებმაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს.

ამ კამპანიასა და სიცრუის ტირაჟირებას, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული სახალხო დამცველი და არც ხელმოცარული პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები ჩამორჩნენ!

მე ვაძლევ მათ პირობას, რომ სიმართლე არ დაიმალება და კვლავინდებურად, უკიდურესად გაწბილებულები დარჩებიან!

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადავუხადო საჯარო რეესტრის თითოეულ თანამშრომელს, რომლებთან ერთადაც ბევრ საინტერესო წამოწყებასა და პროექტს ჩავუყარე საფუძველი, მათი გვერდში დგომა ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომელიც ყოველდღიურად და დღემდე მომყვება…

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩემი სჯერა და გვერდში მიდგას. რადგან ის ძალა და მუხტი, რასაც თქვენგან ვგრძნობ, არის მყარი საფუძველი, ჩემი

სიმართლით გავაგრძელო სვლა…“ – წერს უგრეხელიძე.

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი