logo_geo
ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი მიზანია, ეკონომიკურ პრობლემებს სწრაფად და ადეკვატურად ვუპასუხოთ...
- +

17 ივნისი. 2018. 20:44

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებულ პროგრამას ელოდებიან, რომელიც  მოქალაქეების ეკონომიურ მდგომარეობასა და ცხოვრებაზე აისახება.

 

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ თავადაც ისაუბრა ძირითად მიმართულებებზე.

 

„ახალი სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ჩვენ ველოდებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან, არის ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება, რომელიც პირდაპირ უნდა აისახოს მოსახლეობაზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზეც უნდა აისახოს.

 

„საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას აქვს სერიოზული საერთაშორისო წარმატებები, თუმცა ჩვენ ამ მაჩვენებლებს ვერ დავჯერდებით, რადგან მოსახლეობასაც ეზრდება მოთხოვნილებები. ასევე, ვხედავთ სოციალურ პრობლემებს. ჩვენი მიზანია, ეკონომიკურ პრობლემებს სწრაფად და ადეკვატურად ვუპასუხოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი