logo_geo
ეკა ბესელია: იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაძლო გაერთიანების საკითხი მსჯელობის საგანია
- +

19 ივნისი. 2018. 02:44

 

 

„პროკურატურის საკითხი სტრუქტურულ ცვლილებებში არ შედის“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

 

„სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა ნამდვილად იყო და ბატონმა მამუკამ თქვა, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა გავაგრძელოთ. მთლიანობაში ხედვა მცირე მთავრობასთან დაკავშირებით მისაღებია. მოსაზრებების და მსჯელობის პროცესი კიდევ გველოდება წინ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შესაძლოა გაერთიანდეს იუსტიციის სამინისტროსთან, ბესელიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ეს მსჯელობის საგანია და საკითხი დღის წესრიგში დგას.

 

„ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის ამ სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში, ვინაიდან კონსტიტუციური ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის და ის იქნება დამოუკიდებელი უწყება. მას ბმა და ანგარიშვალდებულება ექნება მხოლოდ პარლამენტთან", - აღნიშნა ბესელიამ.

big_banner
არქივი