logo_geo
ვახტანგ გომელაური ბრაზილიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
- +

22 ივნისი. 2018. 18:08

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან, ტორკუატო ჟარდიმთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

 

ვახტანგ გომელაურმა და ტორკუატო ჟარდიმმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე და გრიგოლ ლილუაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი კამილა კოლარეს ბეზერა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის უფროსი  ანდრე ვერას გუიმარაესი,  საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სისერო მარტინს გარსია და ელჩის მოადგილე მარკუს ვინიციუს მორეირა მარინო.

 

 

big_banner
არქივი