logo_geo
გიორგი ვოლსკი: საბოლოო გადაწყვეტილებას პრემიერი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გამოაცხადებს
- +

23 ივნისი. 2018. 23:28

 

„სტრუქტურულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, მომავალი კვირის დასაწყისში გამოაცხადებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოსლკიმ განუცხადა.

 

„ვადასტურებ, რომ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო სივრცეში უკვე გამოვიდა: დასახელებებით, გაერთიანებებით, სტრუქტურების შეცვლით, გაყოფის თაობაზეც იყო შეხვედრაზე განხილვის დღის წესრიგში, მაგრამ დღეს მთავარი აქცენტები გაკეთებული იყო თვითონ შედეგებზე, თუ რა ეფექტი ექნება ამას, როგორც ორგანიზაციული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით და რა მნიშვნელობა ექნება კიდევ მომავლისთვის, რათა სოციალურ პროგრამებს კიდევ უფრო მეტი რესურსი დავახარჯოთ. კონკრეტული სტრატეგია, ტაქტიკა, როგორ უნდა განხორციელდეს ეს, ამ დეტალებზე იყო დღეს საუბარი. ყველა თემაზე პრაქტიკულად შევთანხმდით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა სამინისტროებისა და უწყებების გაერთიანებასთან დაკავშირებით. კერძოდ, კულტურისა და განათლების სამინისტროების გაერთიანების შემთხვევაში. ვოლსკის თქმით, ამაზე პრემიერ მინისტრს ძალიან წონადი არგუმენტი აქვს.

 

„ძალიან სერიოზული და ძალიან წონადი არგუმენტი აქვს პრემიერ-მინისტრს ამასთან დაკავშირებით, რომ კულტურა, განათლება, სპორტი ეს არის თემა, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას ერთად უნდა მიეწოდოს და რომელმაც უნდა განაპირობოს ჩვენი ეროვნული იდენტობის გაძლიერებაც და საერთოდ მომავალი თაობის განვითარება. ეს არის მთავარი საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, კითხვის ნიშანი აღარ არის დარჩენილი. თუ რომელიმე საკითხზე დამატებით კიდევ რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, პრემიერ მინისტრი დამატებით ყველაფერზე გაგცემთ პასუხს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი