logo_geo
„არ ვაპირებთ შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში“ - ელენე ხოშტარიას პასუხი ნიკა მელიას
- +

5 იანვარი. 2017. 20:13


 

 

„ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, დღეს, სამწუხაროდ, ჩაერთო იგივე კამპანიაში",- აღნიშნული სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია პარტიის წევრ ნიკა მელიას პასუხობს. როგორც მელიამ განაცხადა, პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი დაუპირისპირდა უმრავლესობის ნებას და მიზნად დაისახა მრავალათასიანი ყრილობის საბოტაჟი.


„ადამიანი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, დღეს, სამწუხაროდ, ჩაერთო იგივე კამპანიაში, რაც გულისხმობს თავდასხმას თავის თანამებრძოლებზე, რომელსაც ეძახის ახირებულ ჯგუფს. ეს არის ის, რამაც მიიყვანა პარტია ამ მდგომარეობამდე და რამაც დაასუსტა „ნაციონალური მოძრაობა".  ჩვენ არ ვაპირებთ შევყვეთ მათ ამ ბინძურ კამპანიაში. ჩვენი ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ბრძოლა, რასაც ვერ მოგვწყვეტს ვერც ასეთი ბინძური კამპანია", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.



 

big_banner
არქივი