logo_geo
NATO-საქართველოს კომისიის დეკლარაცია - საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი
- +

12 ივლისი. 2018. 15:23

 

 

NATO-ს ლიდერებმა NATO-საქართველოს კომისიის სხდომის ბოლოს დეკლარაცია მიიღეს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.

 

„საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი სწრაფვა NATO-ს წევრობისკენ არის ამ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რასაც მხარს უჭერს ქართული საზოგადოება და ახლა ეს უკვე გაწერილია ახლა კონსტიტუციაში. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი შემადგენელი ნაწილია, კვლავ ძალაში რჩება, მისი ყველა ელემენტითურთ. ისინი მიესალმნენ საქართველოს მიერ 2008 წლის შემდეგ მიღწეულ პროგრესს. საქართველოსა და NATO-ს ურთიერთობებში უკვე არის ყველა ის პრაქტიკული საშუალება, რათა საქართველო მოემზადოს NATO-ს წევრობისთვის, კერძოდ, ესაა NATO-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი“, – ნათქვამია დეკლარაციის მეექვსე მუხლში.

 

მოკავშირეები კიდევ ერთხელ მიესალმებიან საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან და ხელშესახებ პროგრესს, რომელიც, მათი თქმით, უნდა გაგრძელდეს.

 

„ეს რეფორმები ეხმარება საქართველოს, NATO-ს ასპირანტ სახელმწიფოს, ალიანსის წევრობისთვის მზადებაში პროგრესს მიაღწიოს, ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და აახლოებს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს NATO-ს სტანდარტებთან“, – წერია NATO-საქართველოს კომისიის დეკლარაციის მე-6 მუხლში.

 

 

big_banner
არქივი