logo_geo
მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის განცხადებაზე: გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეფასება არ არის
- +

15 ივლისი. 2018. 02:54

 

 

 „გულწრფელად ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული შეფასება არ არის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას.

 

ბახტაძის თქმით, შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და საპრეზიდენტო კანდიდატზე პოზიციას ამის შემდეგ დააფიქსირებენ.

 

„ქართული ოცნება" მმართველი პოლიტიკური ძალაა, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი პარტიიდან რამდენიმე ლიდერი დაასახელოთ, რომელიც ნებისმიერ არჩევნებში ძალიან ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს. ჩვენ შიდა კონსულტაციები გვაქვს და როგორც ეს დადგენილია კანონმდებლობით, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკური ლიდერები არიან, რომლებიც ნებისმიერ არჩევნებს მოიგებენ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, პოლიტიკური კურიოზია, მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს.

 

 

big_banner
არქივი