logo_geo
მამუკა მდინარაძე: ამაზე აპელირება არასწორია!
- +

16 ივლისი. 2018. 16:57

 

 

„შრომის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა და აპელირება, რომ წესების  გამკაცრებამ შეიძლება გამოიწვიოს ბიზნესის გარკვეული თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის არასწორი მიდგომა და სწორედ ამაზე საუბრობდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე“, - ამის შესახებ  ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მამუკა მდინარაძემ ამ განცხადებით უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე, როდესაც საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ შრომის უსაფრთხოების კუთხით სწორი ზომების მიღების საშუალება არ მისცათ.

 

მამუკა მდინარაძე ამავდროულად განმარტავს, რომ როდესაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პინა სწორედ მის მხარეს გადაიხაროს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი