logo_geo
„ყველა მცდელობა, ხელი შეეშალოს 20 იანვრის მრავალათასიან ყრილობას, განწირულია წარუმატებლობისთვი“
- +

6 იანვარი. 2017. 20:52



„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიის გარკვეულმა ჯგუფმა ცესკოს მოთხოვნით მიმართა, რომელშიც საუბარია სიიდან დათო კირკიტაძის, ნუგზარ წიკლაურის, ეკა ხერხეულიძის, ნინო კალანდაძის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ბეჟაშვილის, ირაკლი ნადირაძის და სხვების ამოღებაზე.



„სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან დღეს, როცა ყველა ჩვენგანის ყურადღება მიპყრობილი უნდა ყოფილიყო იმისკენ, თუ რა ვერდიქტს გამოუტანდა ივანიშვილის სასამართლო გიგი უგულავას, პარტიის სათავეში მყოფმა მცირე ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება სამაგალითოდ დაესაჯა განსხვავებული აზრის თანაგუნდელები და მიმართა ცესკოს მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო სიიდან ამოიღოს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 20 იანვრის ყრილობის მზადებაში. ამგვარი პარტიული წმენდა და მისი შერჩეული დრო აჩენს საფუძვლიან ეჭვს, ამ მცირე დაჯგუფების რეალურ მიზნებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამ უკიდურესად უღირსი საქციელისა, ყველა მცდელობა, ხელი შეეშალოს 20 იანვრის მრავალათასიან ყრილობას, განწირულია წარუმატებლობისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.


მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცესკოს აღნიშნულ მოთხოვნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.


 

big_banner
არქივი