„გიგი აღელვებულია და ემოციურ მდგომარეობაშია. იხმარა ძალიან არაკორექტული ტერმინი იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობაში", - ამის შესახებ აღნიშნული პარტიის წევრმა ნიკა რურუამ განაცხადა და თბილისის ყოფილ მერს ემოციებისგან დაცლისკენ და ტერმინოლოგიის შერჩევისკენ მოუწოდა.
„გიგი აღელვებულია და ემოციურ მდგომარეობაშია. იხმარა ძალიან არაკორექტული ტერმინი იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც უმრავლესობას წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობაში", უკლონისტები იყვნენ მცირე ჯგუფი კომუნისტურ პარტიაში და ამ ტერმინის ხმარება აბსოლუტურად უაზროა ამ შემთხვევაში. თუ მას ცივილურ ფორმებში სურს ურთიერთობის გარკვევა, ემოციებისგან დაიცალოს, დამშვიდდეს, ტერმინოლოგია შეარჩიოს", - განაცხადა ნიკა რურუამ.