logo_geo
„მე კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი...“ - სოფო კილაძე გედევან ფოფხაძის განცხადებას პასუხობს
- +

19 ივლისი. 2018. 12:31

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე „ქართული ოცნების“ წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებას პასუხობს.

 

„თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არის კომკავშირი, მე არ ვიცი... მე თუ ჩავთვლიდი, რომ კომკავშირია, მე კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. მე ვფიქრობ, რომ მისი განცხადება შეურაცხმყოფელია პარტიისთვის, მე ვერ გავჩერდებოდი კომკავშირში, დანარჩენი გედის გადასაწყვეტია“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

აქვე, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა.

 

„ნებისმიერ განვითარებულ, დასავლურ პარტიას აქვს შინაგანაწესი და პარტიული დისციპლინა. სამწუხაროდ, დავით ჭიჭინაძე არღვევდა პარტიულ დისციპლინას და არაერთხელ მიაყენა ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრებს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. „ქართულ ოცნებას“ არ ეკადრება გუნდის წევრებმა სახალხოდ მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა.

 

ჩვენს პარტიაში არაერთხელ გაუგია საზოგადოებას განსხვავებული აზრი, ეს არის ნორმალური. მე პირადად, დამიფიქსირებია განსხვავებული აზრი, მაგრამ ამისთვის არავის გავურიცხივარ პარტიიდან. მთავარი, რაც მე არ გამიკეთებია, არის ის, რომ სხვა ადამიანისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია ჩვენს პარტიაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საფუძველი არ იყო კრიტიკული აზრი, არამედ ეს იყო შეურაცხყოფა, რაც დაუშვებელია“, - განაცხადა კილაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი