logo_geo
„ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ...“ - რატომ დატოვა თანამდებობა გიორგი მღებრიშვილმა
- +

21 ივლისი. 2018. 11:46

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო და არავის მხრიდან ყოფილა არც თხოვნა და არც მოთხოვნა.

 

„ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე, ძალიან ბევრი სასაცილო ინტერპრეტაციაც. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე მივმართე პრემიერს თხოვნით გავეთავისუფლებინე დაკავებული თანამდებობიდან. არც თხოვნა ყოფილა, არც მოთხოვნა, ჩემი თხოვნა იყო პრემიერისადმი, რომ გამათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. მე ამაში ვერაფერ საოცარს ვერ ვხედავ. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ დაახლოებით 22 წელია საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების ნაწილი ჩემს მცირეწლოვან შვილებსაც უნდა დავუთმო“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერს გუშინ თავად მიმართა.

 

 

big_banner
არქივი