logo_geo
„გიგი უგულავამ აღიარა, რომ...“ - აკაკი ზოიძის განცხადება
- +

7 იანვარი. 2017. 15:51


 



„ზოგადად, მიმაჩნია, რომ საერთოდ ჰუმანური თვალსაზრისით, ადამიანი ციხიდან რომ გამოდის, მისასამლებელია, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ მის მოსაზრებას, რომ პოლიტპატიმარი გახდა, ჩემი აზრით, ეს საფუძველს მოკლებულია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.


„რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, აქ ერთმნიშვნელოვანია, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს. მან თვითონ აღიარა დანაშაული. თქვა, რომ სამსახურებრივ მდგომარეობას ბოროტად იყენებდა. სხვა კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ", - განაცხადა ზოიძემ.

 

 


 

big_banner
არქივი