logo_geo
ზაზა გაბუნია ბიძინა ივანიშვილზე: თაობები დიდხანს იამაყებენ მისი საერთო ეროვნული მნიშვნელობის საქმეებით
- +

26 ივლისი. 2018. 01:25

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს იყო  ენერგიული ლიდერის გულწრფელი ინტერვიუ, ღრმა ანალიზით და სწორი აქცენტებით, მომავლის საღი ხედვით და განსაზღვრული გეგმებით.

 

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოსთვის სასარგებლო იყო მისი მოღვაწეობის ყველა სფეროში. თაობები კიდევ დიდხანს იამაყებენ მისი საერთო ეროვნული მნიშვნელობის საქმეებით. ის სასარგებლოა ქართული პოლიტიკისთვის პროცესში შემოსვლისთანავე. ის, რომ დღეს გაუმჯობესებული დემოკრატიული გარემოთი და ქართული დემოკრატიისთვის უკვე დამახასიათებელი ახალი შტრიხებით ვამაყობთ, ეს არის პირდაპირი შედეგი დემოკრატიული ტრანზიციის, დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმული ნაბიჯების და ამ თამასის მუდმივად ზრდის სტანდარტის დამკვიდრებისა და ყველა თანხმდება, რომ ეს როლი სწორედ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

 

ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან გასაგებად და დამაჯერებლად განმარტა „ქართული ოცნების“ ეკონომიკური მიღწევები და ასევე ხაზი გაუსვა იმ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს, რაც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ, იქნება ეს საბანკო სექტორის რეგულირების აუცილებლობა, ჭარბვალიანობის აღმოფხვრა თუ სხვა.

 

დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ხედვები და გეგმები ჩვენი ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვან მუხტს შესძენს და „ქართული ოცნების“ ეფექტიანობა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით არსებითად გაიზრდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

ზაზა გაბუნიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნიკალური როლი და მნიშვნელობა ქართული პოლიტიკისთვის, რაც პირველ რიგში მის მიერ ხალხის ინტერესების გამოხატვასა და დაცვაში ვლინდება.

 

 

big_banner
არქივი