logo_geo
ბრავო, აკაკი ზოიძე!
- +

30 ივლისი. 2018. 19:48

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა.

 

„დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად დასაჩქარებელია ახალი საკანონმდებლო ნორმები, რომლითაც მარიხუანას მოხმარების მკაცრი რეგლამენტაცია მოხდება:

 

უნდა აიკრძალოს 21 წლამდე მოხმარება;

 

საჯარო ღია და დახურულ სივრცეებში მოხმარება;

 

საჯარო მოხელეებისთვის და მთელ რიგ პროფესიების ადამიანებისათვის (მძღოლი, მემანქანე, ექიმი, მასწავლებელი და ა.შ.) მოხმარება;

 

მარიხუანას ნებისმიერი ფორმით რეკლამირება და სპონსორობა;

 

მკაცრად უნდა დაისაჯოს არასრულწლოვნების წახალისება მარიხუანის მოხმარებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ზოიძემ.

 

 

big_banner
არქივი