logo_geo
ჯამბულ გამცემლიძე: ბეღურებივით დაგვიხოცეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა!
- +

1 აგვისტო. 2018. 04:42

 

„დღემდე ჩემთვის უცნობია რა იყო მიზეზი. ჩემი შვილის საქმე ისევ შემოდებულია თაროზე. არვის აინტერესებს გიორგი გამცემლიძის ბედი და არც იმ ადამიანების ბედი, რომლებმაც ასე საცოდავად დაასრულეს სიცოცხლე ქალაქის ქუჩაში. ბეღურებივით დაგვიხოცეს 150-ზე მეტი ახალგაზრდა“, - ამის შესახებ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ ჯამბულ გამცემლიძემ განაცხადა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „აიკრძალოს სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმი“ უერთდება.  გამცემლიძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდება მხოლოდ ერთი პარტიის კი არა, მთელი საქართველოს მოწოდება უნდა იყოს.

 

„მე, ჯამბულ გამცემლიძე, რომელიც ამ საცოდაობას უყურებს უკვე ყველაფრის იმედი გადამეწურა. ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ძალა უნდა მოვიკრიბო და სამართალი უნდა ვეძებო. სანამ მე ცოცხალი ვარ, ვერ გავჩერდები! მთელი ჩემი არსებით ვუერთდები, „პატრიოტთა ალიანსის“ ამ მოწოდებას. ეს მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ მოწოდება კი არ უნდა იყოს, ყველა ქართველის, ყველა ადამიანის, ყველა გულმხურვალე პატრიოტი ადამიანის მოწოდება, რომ მკვლელები, ჯალათები, რომლებმაც სასაკლაოდ აქციეს თბილისის ქუჩები და საქართველოს ქალაქები გასამართლებულები უნდა იყვნენ! ის ადამიანი, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს დიდიხანია, რომელსაც პირდაპირ ხელს ადებს ქალბატონი ელენე თევდორაძე, რომ დირექტივის მიმცემი ის იყო ციხის ბუნტის და მთელმა საქართველომ იცის, რომ იდეოლოგია მთლიანად „ნაციონალური მოძრაობის“ მიყავდა ბოკერიას, დღეს ის გამოდის მენტორის როლში და ღიმილიანი სახით ამცნობს ქვეყანას, რომ თურმე აი, რა მომხდარა, ესე იყო ასე იყო... მკვლელობას იძიებს მკვლელი!“, - განაცხადა გამცემლიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი