logo_geo
აშშ-ის მისია ეუთო-ში რუსეთს მოუწოდებს, თავისი ჯარი ომამდელ პოზიციებზე გაიყვანოს
- +

1 აგვისტო. 2018. 10:47

 

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის მისია სოციალურ ქსელ Twitter-ში საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს ეხმაურება.

 

„მომდევნო კვირას სრულდება ათი წელი მას შემდეგ, რაც საქართველოს საერთაშორისო საზღვარი გადალახეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც საზღვრის შეცვლას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარი ომამდე არსებულ პოზიციებზე, რაზეც 2008 წელს შეთანხმება მოხდა“, – წერია აშშ-ის მისიის განცხადებაში.

 

big_banner
არქივი