logo_geo
„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი...“
- +

1 აგვისტო. 2018. 22:53

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

 

„ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია ასეთია, რომ ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე ამ დარგის ექსპერტებს, რომლებსაც დღესაც არ აქვს შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება, რომ დავიწყო კრიტიკა, თუმცა ჩემი პოზიციაა არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

big_banner
არქივი