logo_geo
ირაკლი კობახიძე: გვაქვს შიდა კვლევები, რომლებსაც ვეყრდნობით, როცა ვაფასებთ წინასაარჩევნო პოზიციებს
- +

2 აგვისტო. 2018. 02:41

 

 

„წინასაარჩევნოდ პოზიციების შეფასებისას მმართველი გუნდი შიდა კვლევებს ეყრდნობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

 

„გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები, რომლებსაც ვეყრდნობით, როცა ვაფასებთ წინასაარჩევნო პოზიციებს. ეს კვლევები უმეტესად აცდენილია CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს. შიდა კვლევების საფუძველზე კეთდება პროგნოზები და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი პროგნოზები ყოველთვის მართლდება. ჩვენს კვლევებში არის ობიექტური სურათი და „ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს ამომრჩეველთა ნახევარი, ანუ პროპორცია ასეთია, ამომრჩევლის ნახევარი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ზუსტად ამას ემთხვევა ხოლმე შედეგები, რომელიც ფიქსირდება არჩევნებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 57% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 43% აცხადებს, რომ არა.

 

ამასთან, NDI-ის კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 20% კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“.

 

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

 

big_banner
არქივი