logo_geo
მერაბ ჭიქაშვილი: ისინი დამნაშავეები არიან და თუ გვაქვს დანაშაული უნდა იყოს სასჯელიც!
- +

2 აგვისტო. 2018. 20:37

 

„2009 წელს, დილით დავიძარით მშვიდობიანი პროტესტით... გათვლილი იყო ყველაფერი, ხელში ტრანსფარანტები... ჩვენი მხრიდან ორად-ორი კამერა იყო, ერთი ირმა ინაშვილი მოვიდა კამერით და მეორე გოგონა, რომელიც ფოტოაპარატით წამოვიდა... 15 წუთში დაიწყო დარბევა... აქ არ დაგვიტოვეს გასაქცევი“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ ჭიქაშვილმა განაცხადა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციას „აიკრძალოს სააკაშვილ-ბოკერიას დამნაშავე რეჟიმი“ უერთდება. როგორც ჭიქაშვილმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დაისაჯონ!

 

„პოლიციის სამმართველო კი არ იყო, ყველა ვისაც მუნდირი ჰქონდა, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც გამოიყვანეს... ეს აქცია დაარბიეს, ირმა ინაშვილს ხელი მოსტყდა, ყველას ხელი მოტეხეს ვისაც კამერა ეკავა... 2009 წლის 15 ივნისს ფაქტიურად სისხლის გუბეები დააყენეს! ეს იყო მათი მხრიდან ძალის ბოლომდე დემონსტრირება, რომ საბოლოოდ გავეტეხეთ! არ გვაქვს კადრები?! მოლაშვილი ვის ასახელებს?! ესენი პოლიტიკოსებს ეძახიან თავს?! მე მათ პოლიტიკოსებს არ ვეძახი - ისინი არიან დამნაშავეები! პასუხი უნდა აგონ! ყველამ კარგად ვიცით ვინ არიან! არ უნდათ ძებნა! ბნელ ოთახში რატომ ვეძებთ კატას?! ძნელია ამ ყველაფრის ფურცელზე გადმოტანა, მაგრამ ეს რეზოლუცია სჯობს გვიან ვიდრე არასდროს... ეს მთავარია, უნდა გახორციელდეს... ჩვენ ვიცით არის დანაშაული და სასჯელი! თუ გვაქვს დანაშაული უნდა იყოს სასჯელიც!“ -  განაცხადა ჭიქაშვილმა.

big_banner
არქივი