logo_geo
თენგიზ ფხალაძე: რუსეთი ცდილობს განავითაროს მითი, თითქოს...
- +

6 აგვისტო. 2018. 14:58

 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც NATO-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.

 

თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის მსგავსი რეაქცია NATO-ს ბრიუსელის სამიტის შედეგია.

 

„ამ განცხადებაში, არც მის შინაარსში და არც მის ტონში ახალი არაფერი არ არის. რუსეთი ცდილობს განავითაროს ის მითი, თითქოს საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ რაზედაც მეტყველებს და მოწმობს ეს განცხადება არის ის, რომ რუსეთში, განსაკუთრებით NATO-ს ბრიუსელის სამიტის მერე განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიხმართ ყველა ღონეს იმისათვის, რომ ეს პერსპექტივა მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს და ის, რომ აბსოლუტურად ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ეს არის შეიძლება ითქვას ერთადერთი გარანტია რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობის და შემდგომი განვითარების,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.

big_banner
არქივი