logo_geo
მაია ცქიტიშვილი: საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ისტორიულია
- +

6 აგვისტო. 2018. 23:37

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ქართული დემოკრატიისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში, ისტორიულია.

 

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც გადაწყდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებს.

 

„ჩვენი გადაწყვეტილება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ წარადგინოს თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, პირველ რიგში, არის მიმართული იმისკენ, რომ ხელი შევუწყოთ დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის განვითარებას“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

მისი თქმით, აღნიშნული ამომრჩეველს დაანახებს, რამდენად მნიშვნელოვანია ინსტიტუტების სწორი ფუნქციების დანახვა და განაწილება.

 

„ეს ამომრჩეველს არ დააბნევს, პირიქით, აღნიშნული გადაწყვეტილება აიხსნება იმით, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, რა სახის სახელმწიფოს ვაშენებთ და რამდენად მნიშვნელოვანია საპარალამენტო რესპუბლიკის ნაწილში ინსტიტუტების სწორი ფუნქციების დანახვა და განაწილება. შესაბამისად, ამასაც ემსახურება აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც დემოკრატიის ხარისხის ზრდას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

მინისტრის ინფორმაციით, მოგვიანებით გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს „ქართული ოცნება“. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზეც გადაწყვეტილება კონსულტაციების გზით მიიღება.

 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გადაწყდა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს არ წარადგენს.

 

 

big_banner
არქივი