logo_geo
ნინო კალანდაძე: უგულავა წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელსაც არ აქვს პარტიაში მხარდაჭერა
- +

8 იანვარი. 2017. 19:44



„გიგი უგულავა არის იმ მთავარი წერილის ავტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში განაპირობა ეს საჯარო დისკუსია და პარტიული დაპირისპირების საჯაროობა", -  ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


კალანდაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის ყოფილ მერს პარტიაში მხარდაჭერა არ აქვს.  


„გიგი უგულავა წარმოადგენს იმ ჯგუფს, რომელსაც არ აქვს პარტიაში მხარდაჭერა და რომელმაც თავისი თანაპარტიელები ამორიცხა სიიდან და რომელიც ნიკა მელიას ორშაბათს უპირებს ფრაქციიდან გარიცხვას. ცხადია ჩვენ შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ მე განსაკუთრებით დიდ შანსებს ვერ ვხედავ იმისა, რომ რაიმე სახის მოლაპარაკება ამ ფორმატში შედგეს. მაშინ მან მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ეს არ არის მისი პოზიცია რაც ასე არ არის, იმიტომ რომ გიგი უგულავა არის იმ მთავარი წერილის ავტორი, რომელმაც საბოლოო ჯამში განაპირობა ეს საჯარო დისკუსია და პარტიული დაპირისპირების საჯაროობა", - განაცხადა კალანდაძემ.


 

big_banner
არქივი