logo_geo
„ინფრასტრუქტურა იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება, რაც დაახლოებით 50 ათას ადამიანს დაასაქმებს“
- +

9 იანვარი. 2017. 01:09


 

„ქვეყნის მთავრი გეგმა არის 2017 წლის ბიუჯეტი , რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ. აქ ჩადებულია პრემიერის მთავრი ინიციატივები მათ შორის, ოთხპუნქტიანი გეგმა", - ეს განცხადება რადიო „კომერსანტის" საახალწლო ეთერში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა.


 

- პრემიერმა თქვა გუშინ, რომ ლარი დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც მთლიანად შეესაბამება ჩვენს რეგიონებთან სავაჭრო პარტნიორულ სიტუაციას, თქვენ რამდენად ეთანხმებით ამ შეფასებას?



- პრემიერი აბსოლუტურად მართალია, ჩვენც იგივეზე ვსაუბრობდით ამ ხნის განმავლობაში, ლარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა რეგიონული ფაქტორები, ლარზე გავლენას ახდენდა თურქული ლირის დევალვაციაც. ასევე იყო შიდა ფაქტორები და ლარი თავის სამართლიან მდგომარეობასთან შედარებით 7-8%-ით იყო გაუფასურებული. ამიტომ, ის უბრუნდება იმ ნიშნულს, სადაც უნდა იყოს.


ასევე სწორი იყო ის განცხადება, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წინა კვირას გააკეთა, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და ამ თვალსაზრისითაც მან პირველი ნაბიჯი გადადგა, როცა 40 მილიონიანი ინტერვენცია განახორციელა. ეს ტრენდი არის სწორი და ვფიქრობ, რომ შენარჩუნებული იქნება. ყველაფერი აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ლარი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.



- მთავრობამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ლარიზაციას ემსახურება, თუმცა რამდენიმე ცვლილება ბიზნესმა მაინც მტკივნეულად აღიქვა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად იმუშავებს ეს გეგმა და როდის გვექნება კონკრეტული შედეგები?



- ქვეყნის მთავრი გეგმა არის 2017 წლის ბიუჯეტი , რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ. აქ ჩადებულია პრემიერის მთავრი ინიციატივები მათ შორის, ოთხპუნქტიანი გეგმა. 2017 წლიდან დაიწყებს მუშაობას ესტონური მოდელიც, რაც ნიშნავს მოგების გადავადებულ გადასახადს. ჩვენ ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 4%-იანი შიდა პროდუქტის ზრდით. ინფრასტრუქტურა იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება, რაც დაახლოებით 50 ათას ადამიანს დაასაქმებს.



რაც შეეხება ლარიზაციის გეგმას ეს არის უალტერნატივო. საქართველო ერთ-ერთი მაღალი დოლარიზაციის ქვეყანაა და ეს დამახასიათებელია ყველა პოსტ-საბჭოთა ტიპის ქვეყნისთვის. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა, ეს არის მემკვიდრებითი პრობლემა. დეპოზიტევბი რომ ავიღოთ, 100 დეპოზიტიდან 80-ზე მეტი არის გაცემული დოლარში და ამოცანა გახლავთ, რომ ეს მაჩვენებელი შევამციროთ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი