logo_geo
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდნენ
- +

13 აგვისტო. 2018. 16:13

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები: იოსებ გოგაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ დევინ ნუნესს და ამავე კომიტეტის წევრ კონგრესმენ რიკ კროუფორდის შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები და  აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ ვითარებას.

 

აშშ-ის დელეგაციის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილესთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში არსებულ საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდნენ.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონგრესმენებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ. ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ძალაზე, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, უკანონო დაკავებებსა და სხვა საკითხებზე, რაც რიგ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი