logo_geo
„მარტო მიხეილ სააკაშვილის არ არის „ნაციონალური მოძრაობა“ – ბობოხიძე მელიას
- +

9 იანვარი. 2017. 12:15


 


 

„მიხეილ სააკაშვილის არ არის მარტო ეგ პარტია, უამრავ ადამიანს ოფლი და სისხლი ჩაუქცევია", - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პარლამენტში, ფრაქციის სამუშაო ოთახში, სადაც ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ თანაფრაქციელები - ნიკა მელია, სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.


ნიკა მელიამ დაპირისპირებისას განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრი ბავშვივით უჯერებს გიგა ბოკერიას. მის ამ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი.


ამის შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ნიკა მელიას მიმართა, რომ მას, რომელსაც ერთი აგური არ დაუდია პარტიის მშენებლობის საქმეში, „მისი წვალებით შექმნილ პარტიას" შლიდა.

 

„მიშა სააკაშვილის არ არის მარტო ეგ პარტია, უამრავ ადამიანს ოფლი და სისხლი ჩაუქცევია", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.


ინციდენტის დასრულების შემდეგ აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იმაში, რაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, ყველაზე დიდი წვლილი მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის.

„პარტია მიდის დაშლისკენ, ოღონდ ამის შემოქმედი არის მიხეილ სააკაშვილი", - განუცხადა ჟურნალისტებს აკაკი ბობოხიძემ.



 

big_banner
არქივი