logo_geo
ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება
- +

19 აგვისტო. 2018. 23:24

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შემუშავებულია ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ამ კურორტს მივუდგეთ ერთიანად, ერთი კონცეფციის ფარგლებში.

 

„ბახმაროში დაგეგმილი გვაქვს და უკვე მიმდინარეობს ელექტრომომარაგების სამუშაოები, რაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო ბახმაროში. წყალკანალის საპროექტო სამუშაოების ტენდერი გამოცხადდება წელს და შესაბამისად, შემდეგ წლის განმავლობაში სავარაუდოდ დავამთავრებთ წყალგაყვანილობის სამუშაოებს. შემუშავებულია ბახმაროს განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ამ კურორტს მივუდგეთ ერთიანად, ერთი კონცეფციის ფარგლებში. გენგეგმაში არის გათვალისწინებული ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევის კონცეფცია. გენგეგმა შემუშავებულია ოთხი სეზონის კურორტის კონცეფციიდან გამომდინარე და ამ ეტაპზე სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ განისაზღვროს ამ სამუშაოების ეტაპობრიობა და საჭირო ინვესტიციები. ბახმაროს უახლოეს პერიოდში მიენიჭება დასახლებული პუნქტის სტატუსი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი