logo_geo
ანგელა მერკელი: რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ - სწორედ ამიტომ ვარ აქ!
- +

23 აგვისტო. 2018. 18:21

 

„რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ და მხარს დაგიჭერთ. სწორედ ამიტომ ვარ აქ!“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ასევე არის ასოცირების შესახებ შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება... ჯერჯერობით, ჩვენ იმ ინსტრუმენტების გამსხვილება-გაფართოებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს და ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს, მაგალითად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. მე ვფიქრობ, ერთი ნაბიჯი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორივესთვის, ეს არის ვიზა-ლიბერალიზაცია, ის ასპექტები, ის მონაპოვარი, რაც ჩვენ გვაქვს. მე კიდევ უფრო გაღრმავებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს ორმხრივი ურთიერთობებისა“, - განაცხადა მერკელმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი