logo_geo
გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს
- +

29 აგვისტო. 2018. 16:56

 

 

რეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. გიორგი შენგელაიას კანდიდატურა დღეს ცესკო-ში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი წევრი პეტრე მამრაძეა.

 

გიორგი შენგელაიას თქმით, მან საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული გაჭირვების გამო გადაწყვიტა.

 

ამასთან, გიორგი შენგელაიას თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის პენსიებს გაზრდის.

 

შენგელაიას კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით საინიციატივო ჯგუფი ცესკო-ში წარსადგენად ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

 

 

 

big_banner
არქივი