logo_geo
ზვიად კვაჭანტირაძე: ნაძირლები, საზოგადოების წურბელები და ყველანაირად ნამუსგარეცხილები არიან!
- +

31 აგვისტო. 2018. 02:14

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, ქართველების მიერ, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვის ფაქტს ეხმიანება.

 

 

„ძალიან ცუდი ამბავი. თუ ეს ბრალდებები დაუმტკიცდებათ ეს იქნება ძალიან ცუდი!!!!  ერთია, რომ ეს ნაძირლები საზოგადოების წურბელები არიან და მეორეა, რომ ამავდროულად არიან ყველანაირად ნამუსგარეცხილები, ფეხებზე ჰკიდიათ თავიანთი თანამემამულეების, ქართველი ემიგრანტების ბედ-იღბალი.

 

 

იტალიის შს მინისტრის დედა გაქურდეს!!! იმ კაცს მიადგნენ პირდაპირ, ვისზეც დიდადაა დამოკიდებული ემიგრანტების, განსაკუთრებით უსაბუთო ემიგრანტების ბედ-იღბალი. ამაზე დიდ მტრობას მათ წინააღმდეგ ვერავინ ჩაიდენდა.

 

 

ჩემი აზრით, ქართულმა ემიგრაციამ, თავისი მხრიდანაც აუცილებლად ორგანიზებული, ადეკვატური, (პოლიტიკის და სპეკულაციების გარეშე, ) მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ამაზრზენ ფაქტზე.

 

 

როგორ და რა ფორმით, ეს თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ რას ვაკეთებთ? იმაზე მსჯელობას გადავყევით ლამის, თუ რა მკლავსაბნევი გაიკეთა კაშიამ. კაშია „გვარცხვენს“ და ეს ნაძირლები არა?  გეკითხებით, ვინ მოუტანა ზიანი საქართველოს, კაშიამ თუ ამ ნაძირლებმა? ამათ მაგივრად არ გვრცხვენია?

 

 

იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ძალიან ცუდ ფაქტს არ მოყვება სუბიექტური გადაწყვეტილებები იტალიის ხელისუფლების მხრიდან და არ გადაიზრდება ეს ქართველი ემიგრანტების უკანონო შევიწროებაში“, – აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი