logo_geo
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დეპუტატებს შეხვდა
- +

4 სექტემბერი. 2018. 14:34

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი პარლამენტის წევრებს შეხვდა.

 

შეხვედრაში როგორც უმრავლესობის წევრები, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საპარლამენტო როლი და გატარებული რეფორმები განიხილეს.

 

„იოჰანეს ჰანის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი საბაბი ევროპული სკოლის გახსნა იყო. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის თბილისში სკოლა იქნება, სადაც მათ განათლების მიღება შეეძლებათ. სკოლა გაფართოვდება და მას სხვა ქვეყნების სტუდენტებიც შეუერთდებიან. ასევე საუბარი იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და იმ რეფორმებზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ახორციელებს. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ პარლამენტის როლზე. მათ შორის, რეგლამენტსა და ცვლილებებზე, რომელსაც პარლამენტის საზედამხედველო როლის გასაძლიერებლად ვგეგმავთ. ამ საკითხის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო, ევროკავშირის მოლოდინი ძალიან მაღალია და ამ პროცესში მხარსაც გვიჭერენ. როგორც ყოველთვის, ევროკომისარმა თავისი ძალიან დიდი მხარდაჭერა დააფიქსირა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

იოჰანეს ჰანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა, დღეს კი, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი